1.პროექტის სახელწოდება :’’თბილისური ეზო’’.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და კვლევის საშუალებით გასცენ პასუხი თემის საკვანძო კითხვას: ‘’როგორ იმოქმედა თბილისის მოსახლეობის ეთნიკურ დინამიკაზე xx საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებმა?’’
3.პროექტის აქტუალობა: თემა აქტუალურია გამომდინარე იქიდან, რომ კლასში სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები და ჩვენი ‘’თბილისური ეზოების ‘’ კოლორიტს წარმოადგენდნენ.
4.პროექტის მიზნები: ინფორმაციის მოპოვების, ორგანიზების, კომუნიკაციის და კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
5.მონაწილეთა ასაკი: მე8 კლ. 13 -14წლ.
6.ვადები /ხანგრძლივობა:პროექტის შესრულების განრიგი--15 დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:პრეზენტაციების მომზადებით გააუმჯობესებენ უნარებს ინტერნეტში ინფორმაციის დამუშავებით, კინო-ფოტომასალების მოძიებით და ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით. შეიძენენ ინტერვიუს აღების უნარებს, გამოუმაშავდებათ კვლევის,დისკუსიის გამართვის, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ლიტერატურა,კინო-ფოტო მასალები,თბილისის დროშა,გერბი,დოკუმენტური ფილმები.
9.პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
1.მოსამზადებელი სამუშაო. 2საკვლევი კითხვების მომზადება.3.ინტერვიუს ჩატარების პროცედურების დაგეგმვა.4.ფოტო სურათების გადაღება.5აღებული მასალის დამუშავება,ანალიზი და ინტერპრეტაცია.6.კვლევის შედეგების პრეზენტაციის სახით ჩამოყალიბება.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გააუმჯობესებენ უნარებს ისტორიაში, მშობლიურ და უცხო ენებში.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):მარინა საგატელიანი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:marinasagateliani@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი/ : sagatelianimarina.blogspot.com
No comments:
Post a Comment